top of page
Search

არმანიაკი


არმანიაკი არის ყურძნისეული წარმოშობის ბრენდი, რომლიც მზადდება საფრანგეთში, კერძოდ მის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, გასკონში. არმანიაკს აქვს 700 წლიანი ისტორია და სათავეს იღებს მე-14 საუკუნიდან.


არმანიაკის მიღება ხდება ღვინის გამოხდით და ბუნებრივია ყვლაფერი იწყება ყურძნით.  მის საწარმოებლად ათამდე ჯიშის გამოყენება არის ნებადართული და აქედან მთავარი ჯიშებია: უნი ბლანი, კოლომბარი, ფოლ ბლანში და ბაკო ბლანში.

არმანიაკის გამოხდა ხდება მხოლოდ ერთხელ და მისი ალკოჰოლი არის დაახლოებით 53%-60% დისტილაციის შემდეგ. იგი გემოში არის ღრმა და წონიანი.

არმანიაკის გამოხდა ხდება მხოლოდ ერთხელ და მისი ალკოჰოლი არის დაახლოებით 53%-60% დისტილაციის შემდეგ. იგი გემოში არის ღრმა და წონიანი.

არმანიაკის მუხის კასრებში დავარგებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა:

არბილებს სპირტს, შემოაქვს ახალი ვანილის და სანელებლების არომატები. უმეტესად დავარგება ხდება ლიმუზენისა და ტრონსეს კასრებში; მაგრამ ზოგიერთი მეწარმე იანრჩუნებს ტრადიციას და იყენებს ადგილობრივ „შავ მუხას“ მონლეზანის ტყიდან.

ყველა არმანიაკს ენიჭება ხარისხის დონე, იმის მიხედვით თუ რა პერიოდით იყო დავარგებული კასრში:


  •   VS – 1 წლ_დან 3 წლ_მდე

  •   VSOP – 4 წლ_დან 9 წლ_მდე

  •   XO – 10 წლის ზევით

4 views0 comments
bottom of page