Laravel

„ნიამორი“ – ღვინო ექსკლუზიური გრავირებით

Laravel

ღვინის კონკურენტულ ბაზარზე შემოსვლა 2016-2017 წლებში, ეკონომისტებმა, ზაზა გელაშვილმა და გიორგი ბოჭორიშვილმაც გადაწყვიტეს და კვლევა-ძიების შემდეგ, რა ნიშის დაკავება ჯობდა ღვინის აკვანში, პრემიალური პროდუქტი – „ნიამორი“ – ღვინო ექსკლუზიური გრავირებით შესთავაზეს აუდიტორიას. კომპანიის ბრენდინგზე, სამიზნე სეგმენტზე, პროდუქტის სარეალიზაციო არხებსა და სამომავლო გამოწვევებზე მარკეტერს გიორგი ბოჭორიშვილი, ნიამორის დირექტორი და თანადამფუძნებელი ესაუბრა: 



M: როგორია „ნიამორის“ ბრენდის კონცეფცია?

ჩვენი ლოგო დიზაინის ინსპირაცია გახდა თეთრიწყაროს ტაძარზე არსებული მე-6-მე-7 საუკუნის ორნამენტი და აქცენტი მთლიანად ვიზუალზე გავაკეთეთ. რაც შეეხება მინის გრავირებას, ამ სისტემას სრულიად შემთხვევით მივაგენით და ძალიან გაგვიტაცა, იმდენად, რომ ჩვენი ბრენდის უნიკალურობა სწორედ ამ ნაწილზე ავაგეთ და ვამბობთ ასე, რომ ჩვენ ვყიდით საჩუქარს.

M: რა დასახელების ღვინოები გაქვთ?
ამ ეტაპზე გვაქვს საფერავი, რქაწითელი, წინანდალი, ხვანჭკარა და ქინძმარაული. გარდა ამისა, საფერავი გვაქვს 4 სხვადასხვა ზომის ბოთლში: 0.75ლ, 1.5 ლ, 3ლ და 5ლ. გამოდის, რომ პოზიციაზე თუ ვიმსჯელებთ, 8 პოზიციაა და სახეობა – 5.